თავში

"თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში" - ლიზა იასკო

"თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში" - ლიზა იასკო
თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში - ლიზა იასკო

"ის უკეთესადაა, თუმცა, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"გუშინ, სასამართლოზე მოსმენილი ბრალდებების მიხედვით ირკვევა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მოკვლა, ან წლობით მისი ციხეში გამოკეტვა სურს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში - ჩვენ გვჭირდება ის. უკრაინელები ყოველდღე ელოდებიან ახალ ამბებს და მეკითხებიან რას აკეთებენ ქართველები იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. მაშინ, როდესაც მას უკრაინაში პრობლემები ჰქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის,"- განაცხადა იასკომ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system