თავში

თურნავა: დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა ნაციონალების "ნოუჰაუა"

თურნავა: დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა ნაციონალების "ნოუჰაუა"
თურნავა: დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა ნაციონალების ნოუჰაუა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ანეკდოტს ემსგავსება და ამ საკიტხზე, სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

მისი თქმით, ჩანს, რომ ეს ძალა არის წარსულის ძალა და მათი ლიდერი, წარსულის პოლიტიკოსია. 

„ზოგადად მისი განცხადებები რაღაც ანეკდოტს ემსგავსება და ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩამოვა, არ ჩამოვა – ახლა იმასაც გეტყვით ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიის დროს, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე, გამიგია დისტანციურო მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა, პირდაპირ გეტყვით, ეს რაღაცა „ნაციონალების“ ნოუჰაუა“. როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი აქვთ, რაც უნდა წარუდგინონ ქართველ ამომრჩეველს, გარდა ფუჭი მსჯელობისა, რომ ჩამოვა, არ ჩამოვა, როდის ჩამოვა, გადაიფიქრებს – ეს არის ერთადერთი ღირებული, რასაც საკუთარი კამპანიის სათავეში ისინი აანონსებენ.

აქედან ცალსახად ჩანს, რომ ეს ძალა არის წარსულის ძალა, ეს პოლიტიკოსები და მათი ლიდერი, გახლავთ წარსულის პოლიტიკოსი, ესენი ცდილობენ, რომ ისევ წარსულ მოგონებებში ჩაითრიონ ქვეყანა და ეს შესთავაზონ ამომრჩეველს. ჩვენ ვართ მომავლის ძალა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, სააკაშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება.

7 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ რემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

7 სექტემბერსვე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბოდიში არ კმარა და სურს შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცეს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნდება იმ პირობებში, როცა მისი დაბრუნება დაპირისპირებას არ გამოიწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system