თავში

"უნდა დავიწყოთ დიალოგი, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ სტაბილიზაციას" - ბადრი ჯაფარიძე

"უნდა დავიწყოთ დიალოგი, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ სტაბილიზაციას" - ბადრი ჯაფარიძე
უნდა დავიწყოთ დიალოგი, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ სტაბილიზაციას - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის მიწვევა ორბელიანების სასახლეში, არის ერთ-ერთი შესაძლებლობა პოლიტიკური სტაბილიზაციის კუთხით.

"ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტების ირგვლივ გაერთიანება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ახლა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ჩვენ დავიწყოთ ის დიალოგი, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ ვითარებაში სტაბილიზაციას, რბილად რომ ვთქვათ,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system