თავში

"ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას სანამ არ გადაიყვანენ სააკაშვილს" - ელენე ხოშტარია

"ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას სანამ არ გადაიყვანენ სააკაშვილს" - ელენე ხოშტარია
ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას სანამ არ გადაიყვანენ სააკაშვილს - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, ამბობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ჩაიტარებს.

"გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში.

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system