თავში

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ტოვებს

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ტოვებს
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ტოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.

„ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system