თავში

,,დამოუკიდებელი დეპუტატები" შოთაძის არჩევას ბოიკოტს უცხადებს

,,დამოუკიდებელი დეპუტატები" შოთაძის არჩევას ბოიკოტს უცხადებს
,,დამოუკიდებელი დეპუტატები შოთაძის არჩევას ბოიკოტს უცხადებს

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ემიჯნება დღეს ირაკლი შოთაძის ხელმეორედ არჩევის პროცესს პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები"-ს წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძის თქმით, ფრაქცია ამას ბოიკოტის ფორმით გამოხატავს.

"ჩვენ არ დავესწრებით დღევანდელ სესიას. ეს არის კიდევ ერთხელ მართლმსაჯულების სისტემის, კიდევ ერთი უზურპაციის მცდელობა. ვთვლით, რომ დღეს პროკურატურა არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ის რეალურად ასრულებს მმართველი გუნდის პოლიტიკურ დავალებებს, ხოლო ირაკლი შოთაძე ამ შემთხვევაში იქნება გენერალური პროკურორი, რომელიც აპრიორი იქნება გამტარებელი ამ პოლიტიკური მიზნებისა და წნეხის, არჩევნებამდე", - განაცხადა კობერიძემ.

პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი გუშინ დაუჭირა.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია, რის შემდეგაც პარლამენტს წარუდგინა. შოთაძეს თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system