თავში

ვაშაძე: საბოლოო გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღებთ

ვაშაძე: საბოლოო გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღებთ
ვაშაძე: საბოლოო გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღებთ

,,ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - ამის შესახებ ,,ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ხვალ გაასაჯაროებს.

,,ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას, როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი. დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით.

ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ, 8 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system