თავში

ვიმედოვნებ, რომ არჩევნები საქართველოსთვის საჭირო ბალანსს მოიტანს - ევროპარლამენტარი

ვიმედოვნებ, რომ არჩევნები საქართველოსთვის საჭირო ბალანსს მოიტანს - ევროპარლამენტარი
ვიმედოვნებ, რომ არჩევნები საქართველოსთვის საჭირო ბალანსს მოიტანს - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა, იმედოვნებს, რომ არჩევნების დღეს ძალადობა არ იქნება და ეს არჩევნები ქვეყნისთვის საჭირო ბალანსს მოიტანს.

"სამწუხაროა, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უფრო მეტად ასოცირებულია გარკვეული სახის რეფერენდუმთან და აიგივებენ საპარლამენტო არჩევნებთან. პარტიებს მოვუწოდებ, რომ ადამიანებს კონკრეტული სამომავლო გეგმები შესთავაზონ. სიახლე არ არის, რომ არჩევნებს ძალადობა და დევნა ახლავს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება. ვიმედოვნებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის აუცილებელ და საჭირო ბალანსს მოიტანს",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, საქართველოში, 2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს კონგრესთან ერთად, ევროპარლამენტიც დააკვირდება. 

ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system