თავში

ვის უნდა აჭამოს ეს, მისნაირი არიფი გოიმების გარდა? - ჩერგოლეიშვილი

ვის უნდა აჭამოს ეს, მისნაირი არიფი გოიმების გარდა? -
ვის უნდა აჭამოს ეს, მისნაირი არიფი გოიმების გარდა? - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და პარტია "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პარტია "მოქალაქეების" ლიდერისა და წევრების პოზიციას აფასებს: 

“გაწიკწიკებულ წესებზე” მინდა ვთქვა ორი სიტყვა.

გაუწიკწიკებელი წესები თუ დაარღვია და ძალაუფლება მოიპარა, გაწიკწიკებულებს ვერ დაარღვევს? პარლამენტში შესვლის საბაბად უკეთესი წესები როგორ გამოდგება, როცა თავად ამტკიცებ, რომ არსებული წესებიც თავზე გადაგახიეს? ვის უნდა აჭამოს ეს ელისაშვილმა, მისნაირი არიფი გოიმების გარდა? ვინ არ იცის რომ პრობლემა პოლიტიკური ნებაა და არა იმდენად წესები? ვინ არ იცის, რომ ახლა ოპოზიცია თუ გატეხა - პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს, არასოდეს გაუჩნდება? მისი უცნობი თანაპარტიელი უფრო შორსაც წავიდა - აი კობახიძე ხომ დაგვპირდა გადათვლასო, რატომ არ გინდათ დამტკიცდეს, რომ გაყალბდაო!კობახიძეო! დაგვპირდაო! ახალგაზრდა დოკსოპულოს ნაირსახეობა გავიცანი დღეს დიანას ეთერში" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ცნობისთვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟს ეწევიან, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system