თავში

ზაალ უდუმაშვილი: ამ პროტესტს ვერ გაუძლებენ

ზაალ უდუმაშვილი: ამ პროტესტს ვერ გაუძლებენ
ზაალ უდუმაშვილი: ამ პროტესტს ვერ გაუძლებენ

"პროტესტი გაგრძელდება, გახდება კიდევ უფრო მასშტაბური, უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში", - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა report.ge-სთან განაცხადა. მისი თქმით, ის რაც სპეცრაზმმა ცესკო-სთან გააკეთა, მხოლოდ და მხოლოდ შეშინებული ხელისუფლების პოზიციაა.

,,ვენ მოვისმინეთ ხელისუფლების პასუხი იმ მოთხოვნაზე, რომელიც ისმოდა რუსთაველის გამზირზე და რომლის უკანაც დგას საქართველოს ასიათასობით მოქალაქე. ისინი ვისაც მოპარეს არჩევანის უფლება, ამიტომ ჩვენი პასუხიც იქნება ადეკვატური. მოუწევთ დათანხმება, იმიტომ რომ ამ პროტესტს ვერ გაუძლებენ, ჩვენ ეს გავიარეთ ზამთარში უკვე. წყლის ჭავლიც, დარბევაც და მივაღწიეთ შედეგს. ხალხი იდგა უბრალოდ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვეს წყლის ჭავლი, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პოზიცია, რომელსაც სხვა არჩევანი აღარ აქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ძალის დემონსტრირება გვაჩვენოს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system