თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი აჭარაში დადასტურდა. 

რეგიონში ჩატარებული 2700 PCR კვლევის პასუხი ამ დროისთვის ცნობილია, მათგან კორონავირუსი 25 პირს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 1325 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system