თავში

ადვოკატი: კადრებში ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობს

ადვოკატი: კადრებში ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობს
ადვოკატი: კადრებში ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობს

არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობს,- ამის შესახებ განცხადება ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა გააკეთა. ანა აბაშიძის მტკიცებით, ძალიან მალე ყველა ნახავს ამ ვიდეო-ჩანაწერს.

"გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის. სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და, იმედი მაქვს, სახალხო დამცველიც და თუ ვინმეს ეჭვი მაინც აქვს დღეს, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სადაც ბატონი, ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს, ასეთი ვიდეოკადრები არსებობს“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ კადრებში ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system