თავში

ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს
ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

პატარა ანიტას მდგომარეობა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, კვლავ მძიმეა. როგორც პატარას ახლობლები ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში წერენ, ბავშვი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. 

"ანიტა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, როგორც იცით მას დაუდგინდა პნევმონია - რის გამოც უტარდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

რადგანაც ფილტვების მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭირო გახდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

მას უკვე სამჯერ შეუცვალეს ანტიბიოტიკური პრეპარატების ჯგუფი, თუმცა, სასურველი შედეგი ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ გამოიღო.

ნავარაუდებია ინფექციაც, ზუსტი ტიპის დასადგენად დღეს ანიტას ჩაუტარდა ბრონქოსკოპია, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება.
კვლევის შედეგი ზუსტი ანტიბიოტიკური პრეპარატის შერჩევაშიც დაეხმარება ექიმებს.

როგორც კი ანიტას ორგანიზმი დაძლევს ანთებასა და ინფექციას, ექიმები აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, ან თუ მაგ დროისთვის გამოჩნდება დონორი - პირდაპირ გულის ტრანსპლანტაციას გეგმავენ,"- წერს ანიტას ოჯახის ახლობელი. 

ანიტას მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა. 

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system