თავში

ბაჩანა ლობჟანიძე: მე გამოვდივარ თამარის მკვლელი

ბაჩანა ლობჟანიძე: მე გამოვდივარ თამარის მკვლელი

ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ის არ გამორიცხავს რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე მის წინააღმდეგ შემოაბრუნონ. 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ის არ გამორიცხავს, რომ მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი საზღვარგარეთ. 

"უაერსს შემთხვევაში , მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, ეს უარესი შემთხვევა იქნება, თუ გამოძიება ჩემზე კერავს საქმეს, არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიებამ ჩემსკენ შემოაბრუნოს და ჩემზე შეკეროს საქმე. დედამისი ამბობს, რომ თითქოს მე გამოვიტყუე სახლიდან და ასე შემდეგ. თამარი ყოფილა წმინდანი და მე გამოვდივარ თამარის მკვლელი. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თამარის დედას მე მოვუბოდიშე პირველი დიალოგისთვის და მგონია ეს ნანახი უნდა ჰქონდე. თუ ასე მოხდება, მე შეიძლება მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი," - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ. 

ცნობისთვის 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. ბაჩანა ლობჟანიძეს "ზეგის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური საქმიანობის მიღმა აღნიშნული კომპანია არალეგალური საქმიანობითაც იყოს დაკავებული.
თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურის, კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში
დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system