თავში

დათა პაპას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დათა პაპას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
დათა პაპას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დათა პაპას მეუღლეის, ვალია ვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მათი შვილის, ნანა ვალიშვილის განცხადებით, მოხუცი დათა პაპას გარდაცვალებას განიცდის და სწორედ ამიტომ გახდა ავად.

დათა პაპას მეუღლე ვალია ვალიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა და პროდუქტები მიაწოდა.

მერის განცხადებით, გორის მერია ქალბატონ ვალიას შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. 

"გვაინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხარია, რომ უკეთაა და შეძლო მავრთულხლართებთან მოსვლა. ამ ქალბატონს ახლა უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და ჩვენ მზად ვართ მას მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ყოფა - ცხოვრების შემსუბუქებაში", - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ ვალია ვალიშვილი, გარკვეული პერიოდი, ლოგინად ჩავარდა.

შეგახსენებთ, დათა ვანიშვილი ავადმყოფობის შედეგად 88 წლის ასაკში19 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, გარდაცვალებამდე დათამ სთხოვა, არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გამყოფ ხაზთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” შედეგად ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილი აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system