თავში

,,ძალიან გთხოვთ ყველას" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

,,ძალიან გთხოვთ ყველას" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
,,ძალიან გთხოვთ ყველას - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ საახალწლო დღეებში მობილობა შეიზღუდოს და ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ. 

,,წლევანდელი შობა-ახალი წელი უნდა იყოს სრულად განსხვავებული, მოკრძალებული, სახლებში, არ გვინდა ბევრი სიარული, იმიტომ რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, მობილობაა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, თავი შევიკავოთ, რამდენადაც შეგვიძლია. ეს იქნება დაზოგილი სიცოცხლე, გადარჩენილი ადამიანები და ინფექციის ნაკლები გავრცელება. მერე ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 064 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 212 526-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 188 408-მდე.

გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system