თავში

"ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე?" - ნიკა გვარამია - VIDEO

"ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე?" - ნიკა გვარამია - VIDEO
ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე? - ნიკა გვარამია - VIDEO

"ნინო გოგორიშვილს არა მხოლოდ სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის ლიცენზია, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის უკვე ყოფილი მკურნალი ექიმის განცხადებას. 

"ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე? ჯერ "თავი წაიქცია" და სიმულაციამ რომ არ გაჭრა, ახლა მოწოდებებით მოგვმართავს.

მესამე პირის განცხადების გამო (სხვა საკითხია, რა ტყუილებშია გახლართული და რას ბოდავს), პაციენტს მკურნალობაზე უარს ვეუბნებიო, აცხადებს ექიმი, რომელიც აქამდე სააკაშვილის "რეაბილიტაციით" იყო დაკავებული.

ახლა მაინც ხომ გასაგებია, რომ არავითარი რეაბილიტაცია ამ ანტიექიმის მეთვალყურეობით ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა?

ახლა ხომ ხედავს ყველა ამ სიტუაციის მთელ შემზარაობას? - ამის და ამაზე უარესების ხელშია გამოკეტილი სააკაშვილი და ესენი წყვეტენ მის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. 

შეგახსენებთ, ამ დეგრადირებულმა ადამიანმა სააკაშვილის გამოწერაზე და ფორმა ასზე ხელმოწერით ერთხელ უკვე სასიკვდილოდ გაიმეტა სააკაშვილი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ნინო გოგორიშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ვეღარ იქნება და მიზეზებს განმარტავს.

ცნობისთვის, გუშინ, ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო.

გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას მოგვიანებით ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system