თავში

კახა კალაძე: საქართველოში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები

კახა კალაძე
კახა კალაძე: საქართველოში  ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გამართულ აქციებსა და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერის თქმით, ძალინ ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ კინოთერატრებთან ხდებოდა.

„მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების ადამიანები, ასევე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და ყველა უფლებები ყოველთვის იყო დაცული, დღესაც იქნება დაცული და მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ფილმის პრემიერა გუშინ ორ სეანსად აქციების პარალელურად გაიმართა.

ართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.

And then we danced -ის კინოჩვენების ჩაშლით იმუქრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც და მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი.

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system