თავში

ქუთაისში კორონავირუსს 11 ჩვილი ებრძვის

ქუთაისში კორონავირუსს 11 ჩვილი ებრძვის
ქუთაისში კორონავირუსს 11 ჩვილი ებრძვის

ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდის" კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს კორონავირუსით ინფიცირებული 11 ჩვილი გადის. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდცენტრი 30-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამასთან, გამოჯანმრთელდა მელოგინე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ, თანმდევი დაავადების გამო გართულდა. მან კლინიკა ჩვილთან ერთად დატოვა.

კოვიდცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში 33 ორსული და მელოგინე რჩება. მედიკოსების განცხადებით, განყოფილებას კიდევ 8 პაციენტი დატოვებს. მათ ვირუსი საბოლოოდ დაამარცხეს.

კლინიკაში ასევე ელოდებიან კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის გამოჯანმრთელებას. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 759 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი და საერთო რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 303 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system