თავში

,,ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ" - დავით გადელია

,,ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ" - დავით გადელია
,,ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.

დავით გადელია მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურ გათვალისწინებას ურჩევს.

,,ჩვენ გირჩევთ, რომ იყოს გადაკეტილი ბევრი რამ. ნუ მოწევთ, ნუ დალევთ. ექიმების ყველა რჩევა არის მაქსიმალური. ეს სიტყვა - "ლოკდაუნი" მაინცდამაინც არ მომწონს. თუ თქვენ ამ სიტყვაში დებთ იმას, რომ უნდა შეჩერდეს რესტორნების, ბაზრობების და ა.შ მუშაობა, მაშინ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი არ გვეყოფა - არც საწოლების და არც მედპერსონალის, ყველა მოქალაქე ექიმი უნდა იყოს, მაშინ და ყოველი მეორე - ექთანი", - განაცხადა დავით გადელიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system