თავში

რა წესები უნდა დავიცვათ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას 

რა წესები უნდა დავიცვათ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას 
რა წესები უნდა დავიცვათ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას 

დღეიდან 29 მაისიდან, ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ მოუწევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება.

გარდა ამისა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" გააკეთა, ასევე განმარტებები გაკეთდა, დედქალაქის მერიაში. როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100%-ით დატვირთვა არ იგეგმება, თუმცა, ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმების თვალსაზრისით, იქნება იგივე. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ავტოპარკი სრულად გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ავტობუსებში, ამ ეტაპზე, მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. როგორც სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტობუსებში მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ. შარკოვმა ასევე განმარტა, რომ სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა ნაკადს დააკვირდება და მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსპორტის მაქსიმალურ რაოდენობას გამოიყვანს.

ცნობისთვის, 8 ივნისიდან მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system