თავში

როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ინფექციონისტის განმარტება

როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ინფექციონისტის განმარტება
როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ დაწესებული რეგულაციების შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.

მისივე თქმით, შედეგი დაახლოებით 10 დღეში დადგება. 

"ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება, რთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის არსებული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც დაწესდა, შედეგს გამოიღებს დაახლოებით 10 დღეში, ორ კვირაში. ამიტომ, საფიქრალია, რომ ორი კვირის შემდეგ ანუ რეგულაციების დაწესებიდან ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება და შესაძლებელია უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებაც კი, რაც მოახდენს მდგომარეობის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას. თუმცა, ეს არის გათვლა, რომელიც გაკეთებულია ეპიდემიოლოგიური სამსახურების მხრიდან და ვნახოთ, რამდენად გამოიღებს შედეგს", - განაცხადა გოგინავამ. 

ინფექციონისტის თქმით, ჯერ ისევ მზარდია ინფიცირების შემთხვევები და შეიძლება უახლოესი 5-10 დღის განმავლობაში, პირიქით, მოიმატოს კიდეც.

,,არ ვიცით, მაქსიმუმი რა დაფიქსირდება ამ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო პიკის მიღწევის შემდეგ, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა დაიწყებს კლებას, მაგრამ ეს ციფრებში როგორ გამოიხატება, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია,“ - განაცხადა ინფექციონისტმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system