თავში

რომელ ქალაქშია ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში

რომელ ქალაქშია ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში
რომელ ქალაქშია ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან,  ყველაზე მეტი 1 504 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, თბილისის შემდეგ ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და იმერთში ფიქსირდება. 

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარაში - 576, იმერეთში - 212, ქვემო ქართლში - 129, შიდა ქართლში - 101, გურიაში - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 189, კახეთში - 116, მცხეთა-მთიანეთში - 105, სამცხე-ჯავახეთში - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 12", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system