თავში

ცერცვაძე: ნახეთ, ვისი მიგნება გამოდგა გენიალური - საქართველოსი, თუ შვედეთის?!

ცერცვაძე: ნახეთ, ვისი მიგნება გამოდგა გენიალური - საქართველოსი, თუ შვედეთის?!
ცერცვაძე: ნახეთ, ვისი მიგნება გამოდგა გენიალური - საქართველოსი, თუ შვედეთის?!

არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღებული ზომები, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. 

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, ჯამში კი ინფიცირების 953 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 15, ხოლო საზღვარგარეთ - საქართველოს 16 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 202 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system