თავში

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა
კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა

იტალიაში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

,,იტალიაში დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და იმედი გვაქვს, მალე დაუბრუნდება სრულიად ჯანმრთელი თავის ოჯახს. ეს ჩვენთვის სასიხარულო ცნობაა", - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდა. 

ახალგარდა ქალი მკურნალობის კურსს, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დღეიდან, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system