თავში

ვინ არის და სად მუშაობდა თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა

ვინ არის და სად მუშაობდა თავდამსხმელი, მძევლები აიყვანა
ვინ არის და სად მუშაობდა თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც დღეს მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა, სასტუმრო "ფაბრიკის" თანამშრომელია. 

როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, ის საინჟინრო დეპარტამენტში ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. ის აღნიშნულ დეპარტამენტში უკვე ორი წელია მუშაობს. მეჯერი ასევე განმარტავს, რომ მას დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა და შესაბამისად, ის სასტუმროში არ გამოჩენილა. 

მენეჯერი ზურაბაშვილს უკონფლიქტო და უპრობლემო პიროვნებად ახასიათებს. 

ამ დრომდე აღნიშნულ სასტუმროში საგამოძიებო ღონისძიებებისთვის სამართალდამცველები არ მისულან. 

სავარაუდოდ, ამ დრომდე ჩხრეკა არ ჩატარებულა დაკავებულის სახლშიც, რომელიც ადგილზე მისულ მედიის წარმომადგენლებს დაკეტილი დახვდათ. ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან. მეზობლები კი აცხადებენ, რომ ლევან ზურაბაშვილისგან მსგავსი ქმედება უკვირთ. მათივე თქმით, ოჯახი ხელმოკლედ არ ცხოვრობს. 

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა არ მოუთხოვია და არც ნიღაბი ეკეთა. 

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალია, დაკავებულია თავდამსხმელი. საქმე ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსმხმელმა, რომელსაც თავდაპირველად 11 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მძევლების გათავისუფლებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოლაპარაკებები თავდამსხმელთან.

ცნობისთვის, თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა, მოქალაქე ლევან ზურაბაშვილია. მან საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებისთვის ხმა მიეწვდინათ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system