თავში

1 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​1 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
1 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10 498 090-ს შეადგენს. COVID-19-ს 511,851 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83 534 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 479 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 402 041 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 59 594 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 33 846 შემთხვევა დადასტურდა, 1 280 ადამიანი გარდაიცვალა. 790 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 194 725-მდე გაიზარდა, 8 985 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 466 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. თითქმის 179,8 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 27 769-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 648 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 226 089 ადამიანს დაუდასტურდა. 5 432 ადამიანი ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 18,6 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 585 493 ადამიანს დაუდასტურდა. 17 400 პაციენტი გარდაიცვალა, 507 გასულ 24 საათში. 347 978 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 44 998-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1173 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 14 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 19 548 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 523 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 26 065-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 453 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 149-ს შეადგენს. 14 563 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 10 900 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 556 ადამიანი დაინფიცირდა და 654 405-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 216 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 9 536-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 422 931 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 141 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 549-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 230 211 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 10 958 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 191 487-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 636 538-ს შეადგენს. 44 766 ახალი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 127 ათასს აჭარბებს. 1 277 ადამიანი ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 720 ათასზე მეტი პაციენტი.

აფრიკის სახელმწიფოებში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 403 692 შემთხვევაა დადასტურებული. 10 126 ადამიანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 588 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 112-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 220 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 10 061 პაციენტი. ხოლო 7 831 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 26 021-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 320-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 980 შემთხვევა გამოვლინდა. 17 427 პაციენტი გამოჯანმთელდა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,192 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 201,098 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,150 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175,422-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system