თავში

100 წლის ჩინელმა დღეგრძელობის საიდუმლო დაასახელა

100 წლის ჩინელმა დღეგრძელობის საიდუმლო დაასახელა
100 წლის ჩინელმა დღეგრძელობის საიდუმლო დაასახელა

ჩინეთში მცხოვრები ჩჟან კემინი, რომელსაც ივნისში 100 წელის შეუსრულდა, ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ალკოჰოლი, "ფასტფუდი" და თამბაქოა. ამის შესახებ გამოცემა India.com წერს.

კემინის თქმით, ის ეწევა, სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ჭამს ყველაფერს, რაც გაუხარდება. ამასთან, მისი თქმით, ის ამ მავნე ჩვევების გამო არასოდეს დარდობს.

კემინი ამბობს, რომ ალკოჰოლი და თამბაქო მისი "დიდი ვნებებია", თუმცა აღნიშნა, რომ 90 წლის ასაკში ალკოჰოლს მოუკლო, რათა სამსახურში პრობლემები არ შეექმნა.

მოწევა ჩინელმა 20 წლის ასაკში დაიწყო. ასე ის თანატოლებისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, რათა მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა. დღემდე კემინი დღეში სიგარეტის ერთ კოლოფს ეწევა. ამასთან, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს, გარდა სმენის დაქვეითებისა.

”ახლა მაინც ვერ გავიგე, მოწევა და სმა კარგია თუ ცუდი?” - ეკითხება ის თავის თავს.

ამჟამად კემინი მისი ოჯახის ხუთი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს და დროს მოწევასა და ტელევიზორის ყურებაში ატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system