თავში

100-ზე მილიონი ჩინელი იზოლაციაში გამოკეტეს

​100-ზე მილიონი ჩინელი იზოლაციაში გამოკეტეს
100-ზე მილიონი ჩინელი იზოლაციაში გამოკეტეს

ჩინეთში 108 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა. მიზეზი კორონავირუსის ახალი აფეთქებაა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების მხოლოდ 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცზილინის პროვინციაში ავტობუსებისა და რკინიგზის მიმოსვლა აკრძალა. დაიხურა სკოლები, მოსახლეობა იზოლირებულია.

Bloomberg წერს, რომ ამ ზომებმა მოსახლეობა შეაშფოთა, რადგან მას ეგონა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულდა.

"ეს სიტუაცია იმაზე მიანიშნებს, როგორი მყიფე იქნება კარანტინის მოხსნის პროცესი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, რადგან მკაცრ იზოლაციას COVID-19-ის აღზევების მცირე ნიშანიც კი დააბრუნებს", - წერს გამოცემა.

განსაკუთრებით მკაცრი ზომები ქალაქ შულანში მოქმედებს. საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც კოვიდინფიცირებულები ცხოვრობენ, დახურულია. ოჯახის ერთ წევრს სახლიდან გასვლა ორ დღეში ერთხელ ორი საათით შეუძლია, იმისთვის რომ პირველადი აუცილებლობის ნივთები შეიძინოს. ქალაქში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system