თავში

101 წლის იტალიელი ქალი COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირდა

101 წლის იტალიელი ქალი COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირდა
101 წლის იტალიელი ქალი COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირდა

ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის ქალაქ არდენოს მკვიდრი მარია ორსინგერი, რომელიც ივლისში 101 წლის გახდა, კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირდა. იგი თავს კარგად გრძნობს.

ცნობილია, რომ ასაკოვანი ქალი პირველად თებერვალში დაინფიცირდა. მეორედ - სექტემბერში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაფიქსირდა. მარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მხოლოდ ტემპერატურა დაუფიქსირდა და დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანა. ქალი COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის შემდეგ თავშესაფარში გაწერეს, სადაც ის 6 წელია ცხოვრობს. მესამედ კი მან ინფიცირების შესახებ გასულ კვირას შეიტყო.

"გასულ კვირას დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კორონავირუსზე ზოგადი ტესტირების შედეგად დედაჩემი კვლავ ინფიცირებულია. მას სიმპტომები საერთოდ არ აქვს, თავს კარგად გრძნობს, მადაც კი არ დაუკარგავს. ჩვენ მას არსებული წესების თანახმად ვერ ვსტუმრობთ. ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით მის ნახვას", - განაცხადა 101 წლის ქალის შვილმა.

მარია ორსინგერი 1919 წლის 21 ივლისს გლეხების ოჯახში დაიბადა. მაშინ ესპანური გრიპი იყო გავრცელებული. ერთადერთი, რაც ასაკოვან ქალს, აწუხებს სმენის დაქვეითებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოუვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system