თავში

11 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

11 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
11 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 12,294,117-ს შეადგენს. COVID-19-ს 555,531 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში COVID-19-ის 83,587 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა  78,623 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,810,691 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 70,623 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 42 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 1 214 ადამიანი გარდაიცვალა. 1,213,512 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 199,683-მდე გაიზარდა, 9,132 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 395 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 184,500 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 34,191-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 665 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 289,174 ადამიანს დაუდასტურდა. 177,097 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 26,451 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 849,054 ადამიანს დაუდასტურდა. 22,678 პაციენტი გარდაიცვალა, 534 გასულ 24 საათში. 535,255 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 52,843-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,372 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 27 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 25,661 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 489 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31,392-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 559 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 177 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 19,419 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,611 ადამიანი დაინფიცირდა და 720,547-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 188 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11,205-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 497,446 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 188 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,397-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 255,117 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 12,635 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 217,666-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23,521-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 298 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 14,607 პაციენტი.

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში იცირებულთა რიცხვი 1 016-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 211 981-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 21 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დაღუპულთა რიცხვი  5 344-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system