თავში

14 წლის ბიჭმა, იზოლაციის დროს, ბომბი დაამზადა და ტერაქტს გეგმავდა

​14 წლის ბიჭმა, იზოლაციის დროს, ბომბი დაამზადა და ტერაქტს გეგმავდა
14 წლის ბიჭმა, იზოლაციის დროს, ბომბი დაამზადა და ტერაქტს გეგმავდა

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს, 14 წლის ბიჭმა სახლში ბომბების გაკეთება დაიწყო. პროცესი მან ვიდეოზე გადაიღო, სადაც აცხადებდა, რომ ჯიჰადს აღასრულებდა. მოზარდს ექსტრემისტული შეხედულებები ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდის ყურების შემდეგ განუვითარდა. ბიჭი ბომბს საკუთარ საძინებელში, კარადაში ინახავდა. შემთხვევა ჰემფშირის საგრაფოში, ქალაქ ისტლში მოხდა.

შემთხვევას ქალაქ ლესტერის უმაღლესი სასამართლო განიხილავს.

პროკურორის განცხადებით, ეს საკმაოდ უჩვეულო შემთხვევაა, რადგან ფაქტი პანდემიის დროს მოხდა. მოზარდში რადიკალური შეხედულებების ჩამოყალიბებას, სავარაუდოდ იზოლაციამაც შეუწყო ხელი, რადგან სახლში ჩაკეტილი, შესაძლოა, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული იყო. მიუხედავად ამისა, მან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამზადა და ტერორისტული აქტის მომზადებაში ედება ბრალი.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system