თავში

16 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

16 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
16 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 13,575,040-ს შეადგენს. COVID-19-ს 584,556 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 612 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასზე მეტი პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 966 748 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 75 366 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 39 924 შემთხვევა დადასტურდა, 1233 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 579-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 36 906-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 6149-სა და ჯამში უკვე 311 486 ადამიანს დაუდასტურდა. 185 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 32,6 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 968 876 ადამიანს დაუდასტურდა. 24 915 პაციენტი გარდაიცვალა, 606 გასულ 24 საათში. 612 814 გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 200 260-მდე გაიზარდა, 9 078 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 534 შემთხვევა გამოვლინდა. 185 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 56 455-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1 445 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 18 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 28 931 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 554 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 33,559-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 607 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 15 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 189 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 21,931 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 428 ადამიანი დაინფიცირდა და 752 797-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 167 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11 937-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 531 692 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 198 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2500-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 264 561 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 13 608 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 230 608-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 165-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 334 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 17 256 პაციენტი. ხოლო 8 575 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 933 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 216 873 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5 440 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 820-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system