
აშშ-ში, დალასში 4 წლის ბავშვის მკვლელობისთვის 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBSDFW ავრცელებს.
4 წლის ბავშვის გვამი ადგილობრივმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა.
ჯერჯერობით, დაკავებულს გატაცებასა და ქურდობაში ედება ბრალი, თუმცა მოსალოდნელია, რომ გამოძიებას მკვლელობის მუხლიც დაემატება.
უცნობია, როგორ მოკლეს 4 წლის ბავშვი, თუმცა პოლიციის თქმით, სავარაუდოდ ბავშვს ბასრი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები.