თავში

2 ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

2 ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება
2 ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

პოტენციურად საშიში ასტეროიდი - 2018 VP1, რომელიც NASA– ს პროგნოზით, 2 ნოემბერს, დედამიწას მინიმალური მანძილით მოუახლოვდება, სავარაუდოდ ატმოსფეროში დაიწვება.

გავრცელებული ინფორმაციით, ასტეროიდის ზომა მხოლოდ ორ მეტრს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ასტეროიდმა 2018 VP1 ასტრონომების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ციურმა სხეულმა ფრენის ტრაექტორია შეიცვალა. ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ასტეროიდი დედამიწას საშიშ მანძილზე მოუახლოვდება. წინასწარი პროგნოზების თანახმად,  2 ნოემბერს, ასტეროიდი 2018 VP1 დედამიწიდან დაახლოებით 420 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system