თავში

2019 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობები ცნობილია

​2019 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობები ცნობილია
2019 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობები ცნობილია

პორტალი IMDb.com 2019 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობების სიას აქვეყნებს. რეიტინგში პირველი ადგილი ბრი ლარსონმა დაიკავა. წლის ვარსკვლავად ის Marvel Entertainment-ის ფილმმა Captain Marvel აქცია. მეორე ადგილზე ერინ მორიარტი გავიდა, რომელსაც პოპულარობა "ბიჭებმა" მოუტანა. მესამე ადგილი ემილია კლარკს ხვდა წილად, რომელმაც "სამეფო კარის თამაშებში" დეინერის ტარგარიენის როლი შეასრულა.

მეოთხე ადგილზე ნაომი სკოტია, რომელმაც დისნეის "ალადინში" და "ჩარლის ანგელოზების" ახალ ვერსიაში ითამაშა. მეხუთე ადგილით მას ავსტრალიერი დაკრე მონტგომერი მოსდევს, რომელიც მაყურებელმა სერიალიდან "უცნაური ამბები" შეიყვარა. მე-6-ზე ზაქარი ლივაი განთავსდა, რომელმაც DC-ის კინოკომიქსში "შაზამ!" ითამაშა. მეშვიდე ადგილი კიანუ რივზმა დაიკავა. მეცხრე ადგილის "ალიტა: მებრძოლი ანგელოზის" ვარსკვლავს, როზა სალაზარს ხვდა წილად, მეცხრეზე კი მარგო რობი რობი გავიდა, რომლიც წლის ყველაზე წარმატებული პროექტი "ერთხელ ჰოლივუდში" გახდა.

რეიტინგის ბოლო, მეათე ადგილი "ჯოკერის" როლის შემსრულებელი ხოაკინ ფენიქს ეკუთვნის.

IMDb ვერსიით 2019 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობები:

1. ბრი ლარსონი

2. ერინ მორიარტი

3. ემილია კლარკი

4. ნაომი სკოტი

5. დაკრე მონტგომერი

6. ზაქარი ლივაი

7. კიანუ რივზი

8. როზა სალაზარი

9. მარგო რობი

10. ხოაკინ ფენიქსი 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system