თავში

2021 წლის პრესის თავისუფლებისთვის პრემიის ნომინანტები დასახელდნენ

​2021 წლის პრესის თავისუფლებისთვის პრემიის
2021 წლის პრესის თავისუფლებისთვის პრემიის ნომინანტები დასახელდნენ

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, გამომძიებელი ჯგუფი Bellingсat და გამოძიება "პროექტ Pegasus-ის ავტორები" 2021 წლის პრესის თავისუფლებისთვის პრემიის ნომინანტების სიაში მოხვდნენ. ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ შეძლო, საზოგადოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების ყურადღება ბელარუსში პრესის თავისუფლების პრობლემებისკენ მიეპყრო. 2021 წლის 27 აგვისტოს ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასოციაცია ლიკვიდირებულ იქნა.

გამომძიებლების დამოუკიდებელი საერთაშორისო კოლექტივი Bellingcat აშშ-ში მოძრაობა Black Lives Matter-ის საპროტესტო ტალღის დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მასშტაბური გაშუქებისთვის არის ნომინირებული.

"პროექმა Pegasus", რომელშიც 11 ქვეყნიდან 80-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა, აჩვენა, როგორ უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ ავტორიტარული სახელმწიფოების ხელისუფლებები და სხვადასხვა სპეცსამსახურები ასობით უფლებადამცველს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსებს და ა.შ. ამისთვის კი NSO Group-ის მიერ შექმნის ჯაშუშურ პროგრამას იყენებდნენ.

პრემია Press Freedom Awards 1992 წლიდან გაიცემა. გამარჯვებულებს 18 ნოემბერს დაასახელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system