თავში

2022 წელი COVID-19-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს - ჯანმო

​2022 წელი COVID-19-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს - ჯანმო
2022 წელი COVID-19-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს - ჯანმო

მიზანია, რომ თითოეულმა ქვეყანამ 2022 წლის შუა რიცხვებისთვის თავისი მოსახლეობის, სულ მცირე, 70% COVID-19-ზე აცრას. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა.

"ჩვენ შეგვიძლია, პანდემიის მწვავე ფაზა მოსახლეობის ვაქცინაციით დავასრულოთ, თუ დავიწყებთ იმ პირებით, ვინც რისკის ჯგუფში შედის. ქვეყნებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლის კუთხით ჯერ კიდევ დიდი სხვაობა არსებობს. თუ ჩვენ დავასრულებთ უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, 2021 ბევრისთვის მტკივნეული წელი იყო.

"მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ ეს წელი ფუჭად დაიხარჯოს. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ის გაკვეთილები, რაც გასულმა გვასწავლა“, - თქვა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ 2022 წელი COVID-19-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს.

"მაგრამ ეს ასევე რაღაცის დასაწყისი - სოლიდარობის ახალი ერა უნდა იყოს", - აღნიშნა მან.

ამავდროულად, ტარიკ იაზარევიჩის თქმით, ის ფაქტი, რომ "ომიკრონი" უფრო გადამდებია და "დელტასთან" ერთდროულად ცირკულირებს, "შემთხვევების ცუნამს" იწვევს, რომელიც ჯანდაცვის სისტემებზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system