თავში

2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი წელი გახდება - ემანუელ მაკრონი

2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი წელი გახდება - ემანუელ მაკრონი
2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი წელი გახდება - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი ევროკავშირის დე-ფაქტო ლიდერი გახდა. საფრანგეთი ტრადიციულად, 13-წლიანი შუალედით ევროგაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა უკვე მესამედ გახდა. ამ სტატუსით  მაკრონს შანსი ეძლევა საფრანგეთის არჩევნების წინ პოზიციები გაიმაგროს.

მაკრონი არ მალავს საკუთარ ამბიციებს და აცხადებს, რომ სურს იყოს შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა. მან თავმჯდომარის რანგში ამბიციური დღის წესრიგი გამოაცხადა, რომელიც 27 წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება.

"2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი უნდა იყოს", - თქვა მან საახალწლო მიმართვაში, სადაც Covid 19-ის კრიზის პერიოდში ევროკავშირის როლს გაუსვა ხაზი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, ევროპელებს შეუძლიათ დაეყრდნონ მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. "საფრანგეთი უზრუნველყოფს, რომ ევროპისთვის პროგრესის დრო დადგეს", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system