თავში

24 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

​24 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია
24 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 15,537,513-ს შეადგენს. COVID-19-ს 634,069 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 43 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 750 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 873 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 287 475 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 84 082 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 59 961 შემთხვევა დადასტურდა, 1 311 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა.1 570 237 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 718-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 41 908-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 8 438-სა და ჯამში უკვე 370 712 ადამიანს დაუდასტურდა. 231 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 204 183-მდე გაიზარდა, 9 111 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 815 შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი დაიღუპა. 190 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 62 823-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს1 571 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 20 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 34 886 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 451 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 36 613-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 692 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 218 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 25 734 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 5 811 ადამიანი დაინფიცირდა და 800 849-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 154 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 13 046-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 588 774 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 215 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2489-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 284 034 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 15 289 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 249 212-მდე გაიზარდა.

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 663 შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას 1 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 144 ათასს გადასცდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში COVID-19-ით 4 038 864 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 1,2 მილიონზე მეტი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 980-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 391 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 20 974 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system