თავში

2500 სტუდენტი წვეულების შემდეგ კარანტინში მოათავსეს

2500 სტუდენტი წვეულების შემდეგ კარანტინში მოათავსეს
2500 სტუდენტი წვეულების შემდეგ კარანტინში მოათავსეს

შვეიცარიაში, კამპუსის გარეთ მრავალრიცხოვანი წვეულების შემდეგ 2500 სტუდენტი კარანტინში მოათავსეს. შემთხვევა ლოზანაში მოხდა. ახალგაზრდები სასტუმროების მენეჯმენტის (Lausanne Hospitality Management University) პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ვარაუდობენ, რომ ლოზანაში კორონავირუსის აფეთქება სწორედ ამ წვეულებასთან არის დაკავშირებული. ვოს კანტონის ადმინისტრაციას სასწავლებლის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა 2500 სტუდენტის მკაცრ კარანტინში გადაყვანის განკარგულება გასცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროპაში კორონავირუსის ახალი ტალღა სწორედ ახალგაზრდებთან და მათ თავყრილობებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასწავლებლების ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system