თავში

26 წლის მამაკაცმა მშობლები და ოჯახის სხვა წევრები დახოცა

26 წლის მამაკაცმა მშობლები და ოჯახის სხვა წევრები დახოცა
26 წლის მამაკაცმა მშობლები და ოჯახის სხვა წევრები დახოცა

26 წლის მამაკაცმა მშობლები და ოჯახის 4 წევრი ნახევრადავტომატური იარაღით დახოცა, შემდეგ კი პოლიციას თავადვე შეატყობინა. ინციდენტი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. 

როგორც გამოცემა Reuters-ი იტყობინება, სახლში და მის უკანა ეზოში 6 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 36, 65 და 69 წლის მამაკაცი და 36, 56 და 62 წლის ქალი. გარდაცვლილებს შორის არის მკვლელის ორივე მშობელი. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის დროს ადგილზე 12 და 14 წლის არასრულწლოვანიც იმყოფებოდა, რომლებიც ფიზიკურად არ დაშავებულან, თუმცა ადგილი ჰქონდა დაშინებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, უცნობია რა გახდა დანაშაულის მოტივი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system