თავში

27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ინიციატივა 1948 წელს იუნესკოს დაარსებულ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს ეკუთვნის. ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეროვნული ცენტრები ჩამოყალიბდა, 1962 წელს კი თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოს პირველად ჟან კოკტომ მიულოცა.

საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილის სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით, ქვეყანა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, 27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებებს სატელევიზიო გადაცემის საშუალებით უერთდებოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს თეატრები თითქმის ერთი წელია დაკეტილია. მაყურებლებს სპექტაკლებზე დასწრება 1 აპრილიდან შეეძლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system