
აშშ-ში, არიზონას შტატში, 3 წლის გოგონა 4 საათის განმავლობაში, 38 გრადუს სიცხეში, მანქანაში დატოვეს, რის სედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. 23 წლის დედა დაკავებულია. ინფორმაციას Mirror ავრცელებს
არიზონას პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი ბავშვის დედა წინა ღამით წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკული საშუალება მიიღო და ჩაეძინა, ბავშვი კი მანქანაში დარჩა. გაღვიძების შემდეგ მან პოლიციაში დარეკა და არასრულწლოვანი გოგონა დაკარგულად გამოაცხადა.
პოლიცია გარდაცვლილი დედის სახლში მივიდა, ოფიცრები 23 წლის ქალის მანქანისკენ გაემართნენ, სადაც გონებადაკარგული ბავშვი იპოვეს. პატარა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციის განცხადებით, ქალის მხრიდან ბავშვზე უყურადღებობის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, რის გამოც მას მეურვეობის უფლება შეჩერებული ჰქონდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი