თავში

500 000 პროპაგანდისტული ბუკლეტი ბუშტების საშუალებით ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნეს

500 000 პროპაგანდისტული ბუკლეტი
500 000 პროპაგანდისტული ბუკლეტი ბუშტების საშუალებით ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნეს

სამხრეთ კორეელი აქტივისტის განცხადებით, მან 500 000 პროპაგანდისტული ბუკლეტი, ბუშტების საშუალებით ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ APnews ავრცელებს. 

იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტი პარკ სანგ-ჰაკის სიტყვები დადასტურდება, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ან დაახლოებით $27 000-ის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

ახალი კანონის მიხედვით, სამხრეთ კორეაში სანქციები ემუქრებათ იმ ადამიანებს, ვინც ფხენიანის წინააღმდეგ პროპაგანდისტული შინაარსის წერილებს გაავრცელებს ჩრდილოეთ კორეაში. კანონის მიღებას აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათი თქმით, არ შეიძლება სიტყვის თავისუფლების დათმობა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

პარკ სანგ-ჰაკის განცხადებით, მისმა ორგანიზაციამ 10 გიგანტური ბუშტი გაუშვა, რომელშიც ბუკლეტებია განთავსებული, სადაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობაა გაკრიტიკებული. 

"მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დამაკავონ და ციხეში ჩამსვან, ისინი ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ხალხი ელოდება წერილებს თავისუფლების შესახებ, ჩვენ მათ სიმართლეს ვეუბნებით და იმედს ვაძლევთ", - განაცხადა პარკმა.

მისი თქმით, ანტიპროპაგანდისტული კანონი "საშინელებაა" და ჩრდილოეთ კორეის სასტიკი დიქტატორის მხარდაჭერას ნიშნავს, რომელმაც ხალხი თანამედროვე მონებად აქცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system