თავში

51 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ციხეში არსებული პირობების გადახედვას ითხოვს

51 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ციხეში არსებული
51 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ციხეში არსებული პირობების გადახედვას ითხოვს

ბრენტონ ტარანტი ციხეში არსებული პირობების გადახედვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.

ბრენტონი, რომელიც პირველია, ვისაც ახალი ზელანდიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება. ის სამარტოვო საკანშია და 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან. ამასთან, ტარანტს 18 მცველი იცავს.

ასეთ პირობებში მთელი სიცოცხლის გატარებამ ადამიანი შესაძლოა გონებრივ აშლილობამდე მიიყვანოს.  ამიტომ, შესაძლოა სასამართლომ გაითვალისწინოს ბრენტონის მოთხოვნა და სასჯელის ფორმა შეუმსუბუქოს. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 15 მარტს მეჩეთებზე თავდასხმისას, შეიარაღებულმა პირმა ბრენტონ ტარანტმა პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთსი მლოცველი 51 ადამიანი მოკლა. გასულ წელს მან დანაშაული აღიარა. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system