თავში

6 წლის პალესტინელი გოგონა 7 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი - VIDEO

6 წლის პალესტინელი გოგონა 7 საათის
6 წლის პალესტინელი გოგონა 7 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი - VIDEO

6 წლის პალესტინელი გოგონა ნანგრევებში მოყოლილი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

შემზარავ კადრებს Reuters ავრცელებს. გოგონა 7 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი.

სუზი ეშკუნტანა ღაზას საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვას ემსხვერპლა მისი დედა და 4 და-ძმა. რაც შეეხება გოგონას მამას, მასაც მძიმე ჭრილობები აქვს მიღებული და მკურნალობას ერთად გადიან.

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მაისის დასაწყისში გამწვავდა. მაშინ ისრაელის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლება დაიწყო, რამაც პალესტინელების მხრიდან არეულობები და პროტესტი გამოიწვია. 10 მაისს სიტუაციაში "ჰამასი" ჩაერთო, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს. ამის შემდეგ, ისრაელმა იერიშები მიიტანა ღაზას სექტორზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system