თავში

63 წლის წინ დაკარგული ჩანთის მფლობელი იპოვეს - PHOTO

63 წლის წინ დაკარგული ჩანთის მფლობელი იპოვეს
63 წლის წინ დაკარგული ჩანთის მფლობელი იპოვეს  - PHOTO

ჩას პილმა, ოჰაიოს ჩრდილოეთ კანტონის საშუალო სკოლის მეურვემ, შარშან სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს წითელი ჩანთა აღმოაჩინა, რომელიც კარადასა და კედელს შორის იყო მოყოლილი. გამოძიების შემდეგ კი დადგინდა, რომ ჩანთა პატი რუმფოლას ეკუთვნის, რომელიც მან 1957 წელს დაკარგა. იგი 2013 წელს გარდაიცვალა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ადმინისტრაცია მის შვილებს როგორც იქნა დაუკავშირდა და ნივთი გადასცა. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

სკოლის ადმინისტრაციამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "დიდ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ბევრი მათგანი, ჩვენი ფეისბუქ მეგობარია. ჩვენ შევძელით პატის ოჯახის პოვნა და ეს ძალიან გაგვიხარდა, თუმცა ვწუხვართ, რომ ქალბატონი პატი უკვე, გარდავცვლილი დაგვხვდა". 

პატის ხუთივე შვილმა თავი საოჯახო შეკრებაზე მოიყარა და დედის ჩანთა ერთად იქ გახსნა, რათა მისი თინეიჯერობის წლების შესახებ ინფორმაცია ერთად მიეღო და გაეზიარებინა. ჩანთაში უამრავი, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობები, ბილეთები, საიდენტიფიკაციო ბარათები და ფოტოსურათები იდო, ასევე კოსმეტიკური საშუალებები და საღეჭი რეზინიც. ეს უკანასკნელი იმდროინდელი გოგონების საყვარელი ნივთი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system