თავში

70 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალა

70 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალა
70 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალა

ინგლისში, 90 წლის ბრიან ატკინსის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მისი მეუღლე, 89 წლის კეტლინ ატკინსი ქმრის გვერდით გარდაიცვალა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრიანი კიბოთი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როდესაც ცოლმა გარდაცვლილი ქმარი იხილა, საკუთარ შვილს განუცხადა, რომ მას მარტო არ გაუშვებდა. დანაღვლიანებული ქალბატონი გარდაცვლილ ქმარს გვერდით მიუწვა და რამდენიმე წუთში თავადაც დაიღუპა.

წყვილმა 22 ივლისს 70 წლის ქორწინების იუბილე აღნიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system