თავში

$75 მილიონი კომპენსაცია სიკვდილმისჯილ ძმებს 30-წლიანი პატიმრობისთვის

$75 მილიონი კომპენსაცია სიკვდილმისჯილ ძმებს 30-წლიანი პატიმრობისთვის
$75 მილიონი კომპენსაცია სიკვდილმისჯილ ძმებს 30-წლიანი პატიმრობისთვის

ჰენრი მაკკალუმმა და ლეონ ბრაუნმა ციხეში 30 წელი, 11 თვე და 7 დღე გაატარეს. ისინი 11 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის გაასამართლეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჰენრი 19 წლის, ხოლო ბრაუნი 15-ის იყო. სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა და სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა 2014 წელს დნმ-ის გამოკვლევის საფუძველზე ისინი უდანაშაულოდ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ indianexpress ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კაროლინას სასამართლომ უსამართლოდ დაკავებულ ძმებს კომპენსაციის სახით 75 მილიონი აშშ დოლარი გადასცა. მათ ციხეში გატარებული 1 წლისთვის 1 მილიონი მისცეს, რამაც საბოლოო ჯამში 31 მილიონი შეადგინა. ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯამში 13 მილიონი აშშ დოლარი.

 ადვოკატის თქმით, მათ 30 წელი "ჯოჯოხეთში" იცხოვრეს და საუკეთესო წლები გისოსებს მიღმა გაატარეს, ამიტომ ისინი იმსახურებენ დარჩენილი ცხოვრება რამენაირად აინაზღაურონ. 

აღსანიშნავია, რომ ძმები გონებრივად ჩამორჩენილები არიან და როდესაც ისინი დააკავეს, დაახლოებით 9 წლის ბავშვის გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდათ. ისინი მხოლოდ იმიტომ ცნეს ეჭვმიტანილებად, რომ ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლე გოგონამ მათ შესახებ განაცხადა, რომ უცნაურად იქცეოდნენ. ამის შემდეგ, ძმები დაკითხეს და აიძულეს არ ჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ. იმ პერიოდში, 11 წლის გოგონას მკვლელობა პირველი იყო 4 წლის განმავლობაში, რის გამოც საზოგადოება კითხვებზე პასუხს ითხოვდა. პოლიციამ კი ეს პრობლემა უდანაშაულო ადამიანების დაკავებით "მოაგვარა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system